რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში გაანადგურეს 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.
მისი ცნობით, "გასულ ღამით საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავ ზღვაში აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“. ობიექტები დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, "შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღკვეთეს სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეთა ჯგუფის შეღწევა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით".