ანექსირებულ ყირიმზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან. რუსული Telegram არხებით გავრცელებული ცნობებით, ღამის განმავლობაში აფეთქებები მოხდა ევპატორიის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის რაიონებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი". რომელ რაიონებში და არის თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.