Bayraktar TB-2-ის ტიპის დრონის მწარმოებელი თურქული კომპანია Bakar უკრაინაში დრონების წარმოებაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ შეიარაღების საერთაშორისო ფორუმზე მყოფმა კომპანიის დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.
ბაირაქტარის თქმით, დრონების საწარმო უკრაინაში 2025 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და 300 ადამიანი იქნება დასაქმებული. მისი თქმით, უკრაინაში უკვე მოქმედებს კომპანიის სერვისის ცენტრი და ოფისი.