გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოში იმყოფება, როგორც როგორც ქართველი ხალხის მეგობარი. ამის შესახებ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ მმართველ პარტიას სურს, რომ ჩვენ ნდობას ძირი გამოუთხაროს. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ჩვენ ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს და აქ ვიმყოფებით როგორ ქართველი ხალხის მეგობრები და არა იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას",– განაცხადა მან.
მისი თქმით, დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის ძალზე დიდ ნაწილისთვის, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის, სოლიდარობის გამოსახატავად.
ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.