გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ".

მისი თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა.

"იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ, მმართველი პარტია პროპაგანდას და სიცრუეს ავრცელებს. ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის აშკარა უკუსვლას ხედავს. კატასტროფაა!" - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.