გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადებით, 11 ნოემბერს თბილისს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა.
"საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით.
თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა", – წერს როთი სოციალურ ქსელში.
Georgia and its people are very dear to our hearts. We are committed to a free and democratic 🇬🇪 in the very heart of Europe. After rigged elections we are concerned about current developments.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) November 8, 2024
A delegation of committee chairs from 🇫🇮🇸🇪🇫🇷🇱🇹🇱🇻🇪🇪🇵🇱🇩🇪 will visit Tbilisi Nov 11. pic.twitter.com/72ZC1s6ueC