ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ - ასე მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ.

მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით, შევხვდეთ და ვისაუბროთ.

მსურს, თბილისში, თქვენ საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?”, - წერს როთი. 

ცნობისთვის, მანამდე ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ "გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს" და არ იცის, "როგორ მოიცალა საქართველოსთვის".