საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გერმანული გამოცემა Reuters ეხმიანება.

"დადასტურების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ კენჭისყრით, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანად გამოცხადდა".

Reuters წერს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

"წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა", - იუწყება გამოცემა.