შეერთებული შტატები უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც მომავალ კვირას გამოცხადდება. ამის შესახებ Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა შეიარაღებას.
გამოცემის ცნობით, პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება კვლავ შეიცვალოს.
მაისის შემდეგ შეერთებულმა შტატებს არ გამოუცხადებია 275 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტები PDA (Presidential Drawdown Authority) მექანიზმის გამო, რომელიც იარაღის ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემის საშუალებას იძლევა.
PDA-ს ფარგლებში, ბოლოს დახმარება უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის გამოეყო - პაკეტის ღირებულება 125 მილიონი დოლარი იყო.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების "სოლიდური პაკეტი", რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა იყოს მზად.
თეთრ სახლს ახლა თითქმის 6 მილიარდი დოლარი აქვს PDA მექანიზმის ფარგლებში. ეს თანხები შეიძლება ამოიწუროს, რადგან აშშ-ის ფისკალური წელი ორ კვირაზე ნაკლებ დროში დასრულდება და თეთრი სახლი და კონგრესი მუშაობენ ამ საკითხის მოსაგვარებლად.