პოლონეთმა ოფიციალურად სთხოვა გერმანიას ნებართვა Leopard-ის ტიპის ტანკების რეექსპორტისთვის უკრაინაში. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მორავიეცკის თქმით, გერმანიისგან უარის შემთხვევაშიც კი პოლონეთი თავისი შეხედულების მიხედვით იმოქმედებს და შეეცდება უკრაინას ტანკები მცირე კოალიციის ფარგლებში გადასცეს.
გერმანიამ რამშტაინის სამიტზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკები ოფიციალური ბერლინის ნებართვის გარეშე შეიძლება გადასცეს.