პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკები ოფიციალური ბერლინის ნებართვის გარეშე შეიძლება გადასცეს.
„თანხმობა აქ მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამ თანხმობას ან სწრაფად მივიღებთ, ან ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
Leopard 2-ის ტანკების რეექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის მთავრობის თანხმობა, რადგან ეს საბრძოლო ტანკი დამზადებულია გერმანიაში. ამიტომ, სხვა ქვეყნები, რომლებმაც ეს ტანკები შეიძინეს, ვერ გააგზავნიან მათ უკრაინაში ბერლინის ნებართვის გარეშე.