გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა არ გამორიცხა მომავალში კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდება.
ARD-ს ეთერში მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა, "უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად", თავის პარტნიორებთან ერთად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ფრონტზე მოვლენების განვითარების შესაბამისად.
"ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ქმედებებს სხვა ქვეყნებთან, გადაწყვეტილებების ასე მიღება გაგრძელდება", - განაცხადა ჰაბეკმა.
5 იანვარს, უკრაინის ხანგრძლივი მოთხოვნის შემდეგ, ბერლინი დაეთანხმა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის და ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ის გადაცემას. ამ შეიარაღებას უკრაინა 2023 წლის პირველ კვარტალში მიიღებს.