ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერეს.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი აცხადებს, რომ ტანკების მიწოდება საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად.
"გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ძალას, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება", - აღნიშნავენ ისინი.
გერმანიამ რამშტაინის სამიტზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა შესაძლოა ლეოპარდის ტანკები უკრაინაში გერმანიის თანხმობის გარეშე გაგზავნოს.უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამშტაინის სამიტზე მოკავშირეებმა გერმანული წარმოების ტანკების კიევის მიწოდებაზე თანხმობას ვერ მიაღწიეს, უკრაინული ძალები წვრთნებს Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკებზე პოლონეთში გაივლიან.