პოლონეთის მთავრობა აქტიურად განიხილავს უკრაინის თხოვნას გერმანული წარმოების ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
"ისინი მართლაც განიხილავენ ნებისმიერი შეიარაღების გადაცემას უკრაინის დასახმარებლად",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ჩეხი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხებზე მუშაობს.
როგორც ცნობილია გერმანული წარმოების Leopard-ებს გაცილებით უფრო გამძლე ჯავშანი აქვთ, ვიდრე იმ ჯავშანტექნიკას, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო საფრანგეთისგან, გერმანიისგან და აშშ-სგან.
პოლონეთის არმიის განკარგულებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის სულ 240 Leopard-ის ტიპის ტანკია. ვარშავაში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი სლავომირ დუბსკი ამბობს, რომ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად სწრაფად მიიღებს თავად პოლონეთი შეკვეთილ ჯავშანტექნიკას სამხრეთ კორეისგან და აშშ-სგან.
ამასთანავე ტანკების გადასაცემად ვარშავას გერმანიის მთავრობის ნებართვა დასჭირდება. "ამ საკითხის არ დაესმის კითხვა თუ, კიევისთვის Leopard-ების გადაცემა დროის საკითხია",- თქვა დობსკიმ.
ექსპერტის თქმით, ნელ-ნელა დგება მომენტი, როდესაც უკრაინისთვის მძიმე ჯავშანტექნიკის გადაცემაზე აქამდე არსებული ტაბუ რბილდება და ამის მიღწევას პოლონეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.