მოსკოვში ჩინეთის საელჩომ "რუსეთის მხრიდან კანონის სასტიკი და გადაჭარბებული აღსრულება" მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჩინეთის ხუთ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ჩინურ სოციალური მედიის პლატფორმა WeChat-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩომ განაცხადა, რომ ინციდენტმა "სერიოზულად დააზიანა ჩინეთის მოქალაქეების ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები."
საელჩოს განცხადებით, 29 ივლისს რუსეთში შესვლის მცდელობისას, ჩინეთის მოქალაქეების ჯგუფი 4 საათის განმავლობაში "არაერთხელ" დაკითხეს, მათ ტურისტული ვიზა გაუუქმეს და შესვლაზე უარი უთხრეს.
ჩინური მხარის თქმით, ინციდენტი არ შეესაბამება ჩინეთ-რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ადამიანების მიმოსვლის მეგობრული ტენდენციის გათვალისწინებით. ამასთანავე, საელჩო ითხოვს, რომ რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ გაარკვიოს ინციდენტის მიზეზი, მიიღოს აქტიური ზომები ცუდი გავლენის აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში არ განმეორდეს.
პეკინმა გაიხსენა, რომ მოსკოვთან "შეუზღუდავი პარტნიორობა" 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მხოლოდ ორი დღით ადრე გაფორმდა.
ჩინეთი კრემლის დარჩენილ მოკავშირეებს შორისაა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გაჩაღებულ ომს არ გმობს.