ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმეკვირიანი დავა დასრულდა. კანდიდატებზე დავა საკვანძო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა - "ევროპულ სახალხო პარტიასა" და სოციალ-დემოკრატებს შორის.

ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, ხოლო ოფიციალურად ის მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.