გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - იუწყება Politico გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა.