აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკომოვაჭრეთა ნავზე დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ პიტ ჰეგსეთი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაღუპულია ოთხი ადამიანი.
"დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ომის დეპარტამენტმა სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა კიდევ ერთ ნარკოტიკებით ვაჭრობის გემზე.
ეს გემი, ყველა სხვა გემის მსგავსად, ჩვენი დაზვერვისთვის ცნობილი იყო, როგორც ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდის მონაწილე, ტრანზიტით მოძრაობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით და ნარკოტიკები გადაჰქონდა. გემზე ოთხი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმის დროს დაიღუპნენ. ამ დარტყმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
დასავლეთ ნახევარსფერო აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი ნარკოტერორისტებისთვის, რომლებიც ჩვენს სანაპიროებზე ნარკოტიკებს შემოაქვთ ამერიკელების მოსაწამლად. ომის დეპარტამენტი გააგრძელებს მათ დევნას და განადგურებას, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ", - წერს ჰეგსეთი.
Earlier today, at the direction of President Trump, the Department of War carried out a lethal kinetic strike on yet another narco-trafficking vessel operated by a Designated Terrorist Organization (DTO) in the Eastern Pacific.
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) October 29, 2025
This vessel, like all the others, was known by our… pic.twitter.com/mBOLA5RYQe








