ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ისტორიაში პირველად, პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ორგანიზატორი ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრება, - განუცხადა ვაშინგტონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ევრონიუსს".

ოთხშაბათს, ბრიუსელში, ნატოს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრას 50-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი დაესწრება, თუმცა მათ შორის არ იქნება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი. მისი არყოფნა აღიქმება როგორც ვაშინგტონის მიერ რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის კიდევ ერთ ნიშანი, - წერეს „ევრონიუსი“.  

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰეგსეთის არყოფნა ნატოს თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG ) შეხვედრაზე პირადი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე პრობლემებით ახსნა და თქვა, რომ მას ნატოში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი შეცვლის.

UDCG ჰეგსეთის წინამორბედმა, ლოიდ ოსტინმა შექმნა და 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ ერთობლივად უკრაინას დაახლოებით 126 მილიარდი დოლარი იარაღისა და სამხედრო დახმარების სახით გამოუყო, მათ შორის 66,5 მილიარდ დოლარზე მეტი აშშ-მა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო ან იარაღის დახმარების შესახებ ახალი განცხადებები არ გაკეთებულა.

თებერვალში ჰეგსეთმა UDCG-ის ხელმძღვანელობა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს გადასცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყოველთვიურ შეხვედრებში წამყვანის როლში აღარ იქნება.

ნატოს თავდაცვის მინისტრები, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაასრულებენ წინადადებების შემუშავებას თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდის შესახებ, ივნისის ბოლოს ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტს კი, ალბათ, ტრამპიც დაესწრება, - წერს „ევრონიუსი“.