აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის თქმით, აშშ-ს მომდევნო თავდაცვის ბიუჯეტით უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შემცირდება. ამის შესახებ ჰეგსეთმა კონგრესში მოსმენის დროს ისაუბრა. 

"ბიუჯეტში შემცირება იქნება. ეს ადმინისტრაცია ამ კონფლიქტს ძალიან განსხვავებულად უყურებს. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი შეთანხმება ორივე მხარის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მსოფლიოს გარშემო ასევე სხვა ინტერესებიცაა" – ამბობს ჰეგსეთი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივნისს, ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.