დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს როგორც პუტინია. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) სტუდენტურ საინფორმაციო არხთან საუბარში განაცხადა.
სტუდენტის კითხვაზე თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი პესკოვმა უპასუხა - "პუტინისნაირი, ან სხვა მაგრამ პუტინის მსგავსი."
პესკოვის თქმით, პუტინი მარტივად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ კენჭისყრას გადაწყვეტს. "გულწრფელად მჯერა, რომ პუტინი კენჭს იყრის. ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეჭვი არ მეპარება, რომ ის მომავალშიც იქნება პრეზიდენტი."