„რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში კრემლის მონაწილეობის შესახებ განცხადებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ევგენი პრიგოჟინი მოიხსენია რთული ბედის ნიჭიერი ადამიანად, „რომელიც ცხოვრებაში სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა - როგორც თავისთვის, ასევე, როცა მე მას ვთხოვდი - საერთო საქმისთვის".
პესკოვის თქმით, ტვერის ოლქის ცაში მომხდარი ავიაკატასტროფის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია გავრცელდა.
„ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.