კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-ს გაფრთხილება არ აინტერესებს.
"ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენი ურთიერთობებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. ჩვენ ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას". - თქვა პესკოვმა.
აქამდე კიმ ჩენ ინის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს და არც მიჰყიდოს.
დღეს 12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი დაჯავშნილი მატარებლით ჩავიდა.
კიმი ვიზიტის ფარგლებში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ ვლადივოსტოკში შედგება, რომელშიც ამჟამად აღმოსავლეთის სამიტი მიმდინარეობს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".