კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ეხმაურება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 31 ტანკის გადაცემას. პესკოვის თქმით, ეს უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების მიწოდება ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობის საერთო სურათს.

"ეს ყველაფერი ვერ მოახდენს გავლენას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე და მის შედეგებზე. აბრამსის ტანკები საკმაოდ სერიოზული იარაღია. თუმცა, გაიხსენეთ როგორ საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი სხვა უცხოურ ტანკებზე, რომ ისინიც დაიწვებიან. შესაბამისად, ესენიც ასევე დაიწვებიან". – ამბობს პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკვე უკრაინაშია.

"სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. "აბრამსები" უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. შეთანხმებების შესრულებისთვის მოკავშირეების მადლობელი ვარ! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მომარაგების გეოგრაფიას". - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.