რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
"უდავოდ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დარეგულირების ძალისხმევის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ასე თუ ისე, ეს თემა ყოველთვის იქნება მიმდინარე კონტაქტებში დღის წესრიგში წარმოდგენილი", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრა სურს.
"რუსეთი ინარჩუნებს უკრაინული კონფლიქტის უპირატესად მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების განწყობას. საჭიროა უკრაინის მხრიდან საპასუხო ქმედება", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, ალასკაზე გამართული სამიტის დროს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომლებიც უკრაინაში საკითხის დარეგულირებასთან არის დაკავშირებული.
"ნამდვილად შეეხნენ სხვადასხვა საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია დარეგულირებასთან იმ სამუშაოს გაგრძელებით, რომელსაც რუსული მხარე აწარმოებს, იმ სამშვიდობო ძალისხმევების გაგრძელებით, რომელსაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იღებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ, ასევე ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებული იქნება სამშვიდობო და შუამავლობის ძალისხმევა. მიგვაჩნია, რომ ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეუძლია დახმარება დარეგულირებაში", – აღნიშნა პესკოვმა.