კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებზე ცალმხრივი მორატორიუმის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ბირთვული შესაძლებლობების საშუალო მანძილის რაკეტების განთავსებაზე "რუსეთს არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს". ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის პასუხად ილაპარაკა. 

"ამ მხრივ რუსეთს არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს. რუსეთი აღარ მიიჩნევს, რომ რამით შეზღუდულია. რუსეთს მიაჩნია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას". - თქვა პესკოვმა. 

ცნობისთვის, მანამდე რუსეთმა გამოაცხადა, რომ ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსების შესახებ ცალმხრივი მორატორიუმი გააუქმა.