დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში წავა, - წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი"

„სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და თავად ის  გაემგზავრება ბელორუსიაში. თუ თქვენ ჰკითხავთ, რა გარანტიაა, რომ პრიგოჟინი შეძლებს დატოვოს <...>, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა", - თქვა მან.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რით დაკავდება ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.
 
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მადლიერია ალექსანდრე ლუკაშენკოს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გაიღო სიტუაციის მოსაგვარებლად.

„უმაღლესი მიზანი იყო სისხლისღვრის თავიდან აცილება, შიდა დაპირისპირების თავიდან აცილება, არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე შეტაკებების თავიდან აცილება. სწორედ ამ მიზნებისთვის განხორციელდა ლუკაშენკოს შუამავლობა და პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა პესკოვმა.

ბელორუსის ლიდერი, როგორც პრესმდივანმა დააზუსტა, პრიგოჟინს დაახლოებით 20 წელია იცნობს და „ეს იყო მისი პირადი ინიციატივა", შეთანხმებული რუსეთის ლიდერთან.  

პესკოვმა აღნიშნა, რომ „ვაგნერთან" ირგვლივ შექმნილი ვითარება გავლენას არ მოახდენს უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობაზე.
 
„ზოგიერთი მათგანი გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. ეს ეხება იმ ნაწილს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ამ კამპანიაში", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, ის პირები, რომლებიც დღევანდელ მოვლენებში მონაწილეობდნენ, ფრონტზე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნას არ დაექვემდებარებიან.

რაც შეეხება საკადრო გადანაწილების საკითხებს, პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს კონსტიტუციით არის უმაღლესი მთავარსარდლის ექსკლუზიური პრეროგატივის ფარგლებში, ამიტომ „აღნიშნული კონტაქტების დროს ამ თემების განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო".

თავდაცვის მინისტრისადმი სახელმწიფოს მეთაურის ნდობის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სპიკერმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ამ კუთხით რაიმე ცვლილების შესახებ. 
 
მან აღნიშნა, რომ რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის შესაძლო დანაკარგების შესახებ კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ თავდაცვის სამინისტროა. 
 
დასასრულს პესკოვმა დასძინა, რომ რამდენიმე რეგიონში გამოცხადებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უახლოეს მომავალში გაუქმდება.