უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა და დასძინა, რომ ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამჟამად პენტაგონი ორიენტირებულია, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება:
"NATO-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზედაც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთგული ვართ მისი გრძელვადიანი ძალისხმევის მიმართ, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით და იმაზე, თუ რისი მიწოდება შეგვიძლია მათთვის ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ მათ დაუყოვნებლივ".