ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში, საქმის მოსმენა დაიწყო, რამაც დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერია, შესაძლოა ძლიერი დარტყმის ქვეშ დააყენოს. ამის შესახებ BBC წერს.
ექსპრეზიდენტს და მის სამ შვილს, თაღლითობაში სდებენ ბრალს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპებს 250 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა და ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვა ემუქრებათ.
ტრამპების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი და მისი სამი შვილი, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით. კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.