სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დღეს, 3 თებერვალს დაიწყო და 7 თებრვლამდე გაგრძელდება, ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიური თავისუფლების მე-5 წლიურ საერთაშორისო სამიტში.
წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც, თუმცა დეტალები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის.
თარგმანი: პირველი არხი