დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის.
„მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს ახალი მიღწევები აქვთ. 2024 წელი დავხურეთ, რომელიც წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. აი ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები.
ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელბრუნვას და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს, ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის და სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.