NATO-ს წევრები ჰააგის სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ალიანსის 32 წევრის შეთანხმებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა 2035 წლამდე უნდა მოხდეს. ამის შესახებ ნათქვამია NATO-ს სამიტის დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს ჰააგის სამიტზე მიიღეს.
ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში NATO-ს სახელმწიფოები ადასტურებენ მეხუთე მუხლისადმი ერთგულებას.
"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ, როგორც ეს ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში, რომ ერთზე თავდასხმა არის ყველაზე თავდასხმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და ურყევი ჩვენს მზადყოფნაში, დავიცვათ ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქე, დავიცვათ ალიანსი და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია", – ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ხუთი პუნქტისგან შედგება.