აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰააგაში NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

ის ალიანსის 32 ქვეყნის ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრება. ტრამპმა უკვე მიიღო მონაწილეობა ერთობლივ ფოტოსესიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის.