უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში NATO-ს წევრ ქვეყანას თავს დაესხას, რათა ალიანსის სიძლიერე გამოცადოს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2030 წლიდან პუტინს შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ უკრაინა ამჟამად რუსეთს აკავებს, თუმცა შესაძლოა ახალი საფრთხეები წარმოიშვას.
"დღეს მას უკრაინა აკავებს, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია იყო თუ არა რუსული თავდასხმა რამდენიმე თვეში, ზელენსკიმ უპასუხა: "მე არ მჯერა, რომ პუტინი მზად არის".
ზელენსკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს თავდაცვის გეგმები, რომლის მიხედვითაც ხარჯები 2035 წლისთვის მშპ-ს 5%-მდე უნდა გაიზარდოს. მან ამ გეგმებს ძალიან ნელი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე გეგმავს ახალ სამხედრო კამპანიებს.