ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაახლოებით 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური იუწყება. 

კონტრაქტებს ხელი მოაწერა NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა დირექტორმა სტეის კამინგსმა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ NATO ერთობლივ შესყიდვებზე მუშაობს. რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალის ბრძოლად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა შეავსონ თავიანთი მარაგი, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას." - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს დაძლიონ პროტექციონისტული ტენდენციები და შეთანხმდნენ საერთო საარტილერიო საბრძოლო მასალის სტანდარტზე, მათი წარმოების გაზრდის მიზნით.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის ივლისში NATO-ს ლიდერები თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, NSPA-მ დაახლოებით $10 მილიარდის საბრძოლო მასალის კონტრაქტები უზრუნველყო.

NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის კოალიციის სახელით გააფორმა კონტრაქტი ევროპაში Patriot-ის ათასობით რაკეტის წარმოებაზე, რომლის წარმოების მოცულობაც გერმანიაში გაფართოვდება.