მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების გადინება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონი, სადაც 120 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა, 6 700-მდე ადამიანმა უკვე დატოვა.
სომხეთის საზღვარზე ყარაბაღიდან წამსვლელთა ნაკადი არ იკლებს. სომხური მედიის ცნობით, არტახის მმართველობა რეგიონის დატოვების მსურველებს საწვავს უფასოდ ურიგებს.