ყარაბაღში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც სომხური მხარე იუწყება, 7 დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპა და გარდა ამისა, ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში 13 ამოუცნობი გვამია.
ყარაბაღში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ მოხდა.სომხური მხარე აცხადებს, რომ დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების საჰაერო და სახმელეთო გზით, ღამით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო უამინდობის გამო.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.