ხუთშაბათს საღამოს, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ცერემონიაზე, სარესტორნო ბიზნესის სფეროში პრესტიჟული ჯილდოს - „მსოფლიოს საუკეთესო 50 რესტორანი" ლაურეატები დაასახელეს
2023 წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა პერუს დედაქალაქ ლიმაში არსებული რესტორანი Maido, რომელიც შარშან მეხუთე იყო.
ესპანეთის ბასკეთის რეგიონში არსებულმა Asador Etxebarri-მ მეორე ადგილი შეინარჩუნა.
ხუთეულში შედიან:
Quintonil - მეხიკო
DiverXO - მადრიდი
Alchemist კოპენჰაგენი
მსოფლიო 50 საუკეთესო რესტორნის სია 2002 წლიდან ქვეყნდება. 2019 წლამდე ჩატარებული 17 კონკურსიდან ცხრაჯერ გამარჯვება ესპანეთის (მადრიდი) El Bulli-მ (ამჟამად აღარ ფუნქციონირებს) და დანიის (კოპენჰაგენი) Noma-მ მოიპოვეს და 2019 წლიდან შემოღებული წესის თანახმად, რესტორანი,რომელიც გაიმარჯვებს, მომდევნო წლებში კონკურსში აღარ მონაწილეობს.
2019-2024 წლებში შემდეგმა რესტორნებმა გაიმარჯვეს:
2019 - Mirazur (იტალია)
2020 - პანდემიის გამო არ გამოვლენილა
2021 - Noma (კოპენჰაგენი)
2022 - Geranium (კოპენჰაგენი)
2023 - Central (ლიმა)
2024 - Disfrutar (ბარსელონა)
აღსანიშნავია, რომ ბასკეთის რეგიონის მუნიციპალიტეტაჩონდოში არსებული რესტორანი Asador Etxebarr 2019 და 2021 წლებში მესამე ადგილზე გავიდა, 2024 და 2025 წლებში კი მეორე ადგილზე.