ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"უკრაინა გამანადგურებელი ომის წინაშე დგას, მოლდოვა - ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. მას აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა დემოკრატიების განადგურება სურს. უბრალოდ დავაკვირდებით თუ, ბოლოს და ბოლოს, გავიღვიძებთ?", - წერს მიხაელ როთი.