უკრაინისთვის გაგზავნილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკელი პოლიტიკოსების, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ზოგიერთი რესპუბლიკელის ხელში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი X-ზე წერს.
"უკრაინისთვის გაგზავნილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სინამდვილეში ამერიკელი პოლიტიკოსების, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ზოგიერთი რესპუბლიკელის ხელში აღმოჩნდა. ესაა მიზეზი, რის გამოც ზელენსკი ამბობს, რომ თანხის მხოლოდ ნახევარი მიიღო." - წერს ილონ მასკი.
A significant percentage of the money “sent to Ukraine” actually ended up benefitting US politicians, the DNC and some Republicans.
— Elon Musk (@elonmusk) February 20, 2025
That’s why Zelensky says he only received half the money.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა.