მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, არ დააკმაყოფილა რომან აბრამოვიჩის სარჩელი ევროკავშირის სანქციების სიიდან გამოყვანის და მიყენებული რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ.
რუსმა მილიარდერმა, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში შეყვანა გააპროტესტა და რეპუტაციული ზიანის მიყენების გამო 1 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაცია მოითხოვა.
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უარყო აბრამოვიჩის მოთხოვნები, მათ შორის, მისი როგორც პორტუგალიის მოქალაქის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და დაადგინა, რომ სანქციები არ წარმოადგენს „მისი ფუნდამენტური უფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ დარღვევას“.
სასამართლო უარყოფს ბატონი აბრამოვიჩის სარჩელს და ადასტურებს, რომ მის მიმართ მიღებული შემაკავებელი ზომები სამართლიანია. ბატონმა აბრამოვიჩმა „ვერ დაამტკიცა“, რომ ის უკანონოდ არის შეყვანილი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
რომან აბრამოვიჩის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით. აბრამოვიჩს „არ აქვს უნარი გავლენა მოახდინოს არცერთი მთავრობის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის რუსეთის, და არანაირი სახით არ მიუღია სარგებელი ომით “, = ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
აბრამოვიჩი სანქციების მოხსნისთვის იბრძვის და უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების დასტურად არახამიას წერილს წარადგენს
იური შვეცი: არახამია აბრამოვიჩის "ვარსკვლავური მოწმეა" და აბრამოვიჩისთვის სანქციების მოხსნით, ის მილიარდნახევარ დოლარს მიიღებს
იური შვეცი: არახამიას მხოლოდ ერთი რამ გადაარჩენდა - თუ წარმოადგენდა რომელიმე ფსიქიატრის გაცემულ ცნობას დიაგნოზით "კლინიკური იდიოტი"
რუსმა ბიზნესმენმა გოდ ნისანოვმა პორტუგალიის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა
არესტოვიჩი: ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მოლაპარაკებებში
The Guardian: ომამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩმა შვილებს 4 მილიარდის აქტივები გადაუფორმა