აშშ-ში არსებული კორპორაციული უსაფრთხოების კომპანიის ანალიტიკოს-გამომძიებელი იური შვეცი თავის იუთუბ-არხზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება.
იური შვეცი უკრაინელ მაყურებელს (იური შვეცის იუთუბ არხს მთელი მსოფლიოს მაშტაბით 1 070 000 გამომწერი ჰყავს - „აიპრესი") რუსლან დემჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას ულოცავს და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩართულ რუს ოლიგარქზე, პუტინის „ტროას ცხენზე" და „პუტინის საფულე" რომან აბრამოვიჩზე საუბრობს. ამბობს, რომ მისი უკრაინისთვის სასარგებლო პიროვნებად წარმოჩენით და მისთვის დაწესებული სანქციების მოსხსნის მცდელობით დაკავებულია ქვეყნის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.
იური შვეცის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკო იყო „ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული წევრი იმ გუნდისა, რომელიც ახლა უკრაინას მართავს. დემჩენკო სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას ფილტრავდა - პრეზიდენტთან მიჰქონდა მასალა, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა და არ ატარებდა ინფორმაციას, რომელზეც ფიქრობდა, რომ პრეზიდენტამდე არ უნდა მისულიყო.
ამგვარად, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ პუტინის და აგრეთვე მთელ მსოფლიოში სხვა სახელმწიფო მმართველების შემთხვევაშიც, ეს უმაღლესი მმართველები ადვილად მანიპულირდებიან მათგან, ვინც ინფორმაციას აწვდის. „რუსლან დემჩენკო სწორედ ასეთი ადამიანი იყო და მისი წარსული, მისი კარიერა და ცხოვრების გზა იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ მისი ფეხი არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო.
იური შვეცის თქმით, პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მოქმედი პირი იყო ყველასთვის კარგად ცნობილი რუსი ოლიგარქი, ელცინის, შემდეგ კი „პუტინის საფულე", რომან აბრამოვიჩი. ამ მოლაპარაკებების მთავარი თემა პუტინისთვის სანქციების მოხსნა იყო. იური შვეცი მსმენელს შეახსენებს, რომ „სიბნეფტის" აქციონერებს, ბორის ბერზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილს აბრამოვიჩმა 3 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ერთი წლის შემდეგ კი სახელმწიფომ 13 მილიარდი არ დაიშურა ამ აქციების სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად. ის იხსენებს, რომ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მიხეილ ხოდორკოვსკისგან განსხვავებით, აბრამოვიჩს არაფერი შეუქმნია, არანაირი ბიზნესი არ ჰქონია და მისი ერთადერთი ტრანზაქცია იყო ბერეზოვსკისთვის 3 მილიარდის გადახდა და შემდეგ ამ 3 მილიარდის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 13 მილიარდის მიღება.
შვეცი აღნიშნავს, რომ ადვოკატების ამ მტკიცების გასამაგრებლად რომან აბრამოვიჩმა „ვარსკვლავური მოწმეს" მიაგნო მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის ხელმძღვანელის, დავით არახამიას სახით.
ბრიტანული the times-ის თქმით, არახამია მხარდამჭერ განცხადებაში წერს, რომ აბრამოვიჩის დახმარებით მიღწეული შეთანხმებების შედეგად შეიქმნა „ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებითაც 400 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული“, მისი ჩართულობით მოხერხდა რამდენიმე ასეული სამხედრო ტყვის გათავისუფლება. აბრამოვიჩი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში და ასევე მხარს უჭერს ჰუმანიტარულ ძალისხმევას".
სანქცირებულთა სიიდან აბრამოვიჩის ამოღება ნიშნავს მისთვის ანუ პუტინისთვის 6-დან 12 მილიარდამდე დოლარის განკარგვის უფლების დაბრუნებას, - ამბობს შვეცი და, ფინანსური საკითხების მოგვარებაში დამხმარე პირთა არსებულ დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ დავით არახამია გასამრჯელოს სახით სულ მცირე 1,5 მილიარდ დოლარს (დაყადაღებული ქონების ამჟამინდელი ღირებულების 25%) მიიღებს.
სასწორის აბრამოვიჩისკენ გადამხრელი განცხადების გაკეთება, მავანთა დარწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები შეცდნენ, სინამდვილეში აბრამოვიჩი კრისტალურად სუფთა ადამიანია და მას სანქციები უნდა მოეხსნას, უკრაინის მხოლოდ მაღალი თანამდებობის ისეთ „ვარსკვლავურ მოწმეს" შეუძლია, როგორიც არახამია და კიდევ, ალბათ, ერმაკია.
საეჭვოა, რომ ექვსი მილიარდის დოლარის ბედის გადამწყვეტი განცხადების ავტორი დაელოდოს, როდის მოხდება ამ ყველაფრის რეალიზება. გადახდა თანხის ნაწილსა, რაც შეადგენს რამდენი ათეულ ათას და ასეულ ათასსაც კი არა, არამედ არაერთ მილიონ დოლარს, მაშინვე ხდება - ამბობს შვეცი.
„წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი დასავლეთში მომხდარიყო, მაგრამ რომ მომხდარიყო, ბატონ არახამიას გადაარჩენდა მხოლოდ ერთი რამ - თუ წარმოადგენდა რომელიმე გამოჩენილი ფსიქიატრის ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოჩენილ მეცნიერ-ექიმთა დასკვნის საფუძველზე გაცემულ ცნობას, რომ ის არის კლინიკური იდიოტი". ეს იქნებოდა მისთვის ერთადერთი ხსნა - წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩასვამდნენ; მოხსნიდნენ თანამდებობებიდან და ჩასვამდნენ.
ახლა ომია, ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ამისთვის ის კინწისკვრითაა გასაგდები. „კარგი, კინწისკვრით არა. შეიძლება პატივისცემით, მუსიკით, თუნდაც პრემია მიეცეს პრეზიდენტის პირადი ფონდიდან დიდი დამსახურებისთვის, მაგრამ ის უნდა მოიხსნას, რადგან ის, რაც მან ჩაიდინა, უბრალოდ, ველურობაა!
არახამიას ფრთის ქვეშ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში პუტინმა, აბრამოვიჩის დახმარებით, „ტროას ცხენი" შეიყვანა. ეს სხვა არაფერია, თუ არა პუტინის დაწყნარება და მისი სურვილების შესრულება, კრემლის არხებით კიევში, ბანკოვაიაზე გავლენის მოხდენა. ეს არის ამ არხის, ასე ვთქვათ, ერთადერთი აზრი პოლიტიკური და დიპლომატიური გაგებით. ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის კორუფციული არხი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება და განხორციელდება კორუფციული გარიგებები და უკრაინის ხელმძღვანელის იმ წარმომადგენელთა კორუფცია, რომლებიც ამ არხთან იქნებიან კონტაქტში.
და ბოლოს, რაც უფრო დიდხანს იარსებებს ეს არხი, მით ნაკლებია უკრაინის მიერ ამ ომის მოგების შანსი", - ამბობს იური შვეცი.
ცნობისთვის: 1953 წელს ხარკოვში დაბადებული იური შვეცი 1980-90 წლებში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საზღვარგარეთის დაზვერვის განყოფილების მაიორი იყო. 1993 წლიდან წელს ტურისტული ვიზით ლატვიაში მყოფმა მოახერხა აშშ-ში გამგზავრება და დღემდე იქ ცხოვრობს. 1997 წლიდან რუსეთში, აგრეთვე ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებში ბიზნესის წარმოების მსურველი კომპანიებისთვის კორპორაციული უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის შეგროვებით და ანალიტიკით დაკავებული ფირმის ანალიტიკოს-გამომძიებელია და ამ რანგში 2006 წელს ლონდონში მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს პარტნიორი იყო.