ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი „ტაიმსი" მკითხველს რომან აბრამოვიჩის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად წამოწყებული ბრზოლის შესახებ მოუთხრობს
რომან აბრამოვიჩის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ იგი ბრიტანეთში და ევროკავშირში უფრო მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე რუსეთში და ის არ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სპონსორად ან პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მხარდამჭერად.
მილიარდერის ბელგიელი ადვოკატების თქმით, აბრამოვიჩმა 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პირადი სახსრები ჩადო დიდ ბრიტანეთში, მისი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ოფისი ლონდონშია, მან „ჩელსიში და სხვა კომპანიებში დაახლოებით 1000 ადამიანი დაასაქმა და მარტო 2019-2020 საგადასახადო წლის განმავლობაში მან და მისი კომპანიებმა 41 მლნ გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს კორპორატიული გადასახადის, საღერბო მოსაკრებლის და დამსაქმებლის სადაზღვევეო შენატანების სახით.
სულ, 20 წლის განმავლობაში, აბრამოვიჩს გადასახადების სახით დიდ ბრიტანეთში 1,75 მლრ გირვანქა სტერლინგი აქვს გადახდილი. რიცხვები, რომელთა შესახებაც ასე ცხადად აბრამოვიჩს ჩვენთვის აქამდე არასდროს განუცხადებია, ცხადყოფენ, რომ ის გადასახადის გამორჩეულ გადამხდელთა სიის სათავეში იკავებს ადგილს, - ამბობს საგადასახადო ჩამონათვალის შემდგენელი რობერტ უოტსი.
უკრაინაში ომის დაწყების და კომპანია Evraz აქციების მკვეთრი ვარდნის შემდეგ აბრამოვიჩის ქონება დაახლოებით 12 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან 6 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. რომან აბრამოვიჩს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა მარტის დასაწყისში დაუწესა. მარტის შუა რივხვებში „პუტინთან ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირების და მის კარზე პრივილეგირებული მდგომარეობის გამო" მას სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. აბრამოვიჩის ადვოკატები აცხადებენ, რომ აბრამოვიჩის „ცრუ და დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე" დაყრდნობით დაუწესეს სანქციები. მათი მტკიცებით, აბრამოვიჩს არ აქვს პრივილეგირებული ურთიერთობა პუტინთან და არ იღებს სარგებელს ყირიმის ანექსიაზე და უკრაინაში წამოწყებულ ომზე პასუხისმგებელი რუსეთისგან.
„ ბატონმა აბრამოვიჩმა შეიძინა თავისი ქონება ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობამდე", - აცხადებენ აბრამოვიჩის ადვოკატები. „ტაიმსის" ცნობით, მის განცხადებას თან ერთვის უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერის, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას წერილი, რომელშიც არახამია აბრამოვიჩის „ოპტიმისტურ პოზიციას" აქებს.
დავით არახამიამ აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩის დახმარებით მიღწეული შეთანხმებებით განისაზღვრა „ჰუმანიტარული დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც 400 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული“.
„ტაიმსის" ცნობით, არახამია წერს, რომ აბრამოვიჩის ძალისხმევით რამდენჯერმე მოხდა ტყვეთა გაცვლა, იგი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში, მილიარდერის იურისტები აღნიშნავენ, რომ აბრამოვჩმა დიდი დაფინანსება ჩადო „ჩელსის" როგორც კაცთა, ისე ქალთა გუნდებში და ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში, სურეის ბაზაში, მისი უშუალო დავალებით კლუბი ანტისემიტიზმის და რასიზმის წინაღმდეგ მებრძოლთა რიგებში ჩადგა და მან პირობა დადო, რომ „ჩელსის" გაყიდვის შემდეგ მიღებულ შემოსავალს მოახმარდა ჰუმანიტარულ მიზნებს.
სანქციებმა ძლიერ შეზღუდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობები, - ამბობენ აბრამოვიჩის ადვოკატები.
ცნობისთვის: „ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ აბრამოვიჩის კუთვნილი (შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცებით) ორი თვითმფრინავის დაპატიმრების სანქცია გასცა. 350 მილიონი დოლარის ღირებულების Boeing 787-8 Dreamliner და Gulfstream G650ER მარტში ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთში გაფრინდნენ და ამით დაარღვიეს აშშ-ის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული სანქციები. Boeing ამჟამად დუბაიშია, Gulfstream კი რუსეთში.