საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზას სექტორში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, შეცდომა იქნება.
მაკრონი ეგვიპტეში ვიზიტს ასრულებს, ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ სისის.
„რაც შეეხება სახმელეთო ინტერვენციას - თუ ის მიმართულია მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ისრაელს შეუძლია.
თუმცა, თუ ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისრაელის შეცდომა“, - განაცხადა მაკრონმა.