საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში 24 ოქტომბერს ჩავა და თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების თავდასხმისას გარდაცვლილებს შორის 30 საფრანგეთის მოქალაქეა. ამჟამად დაკარგულად და სავარაუდოდ გატაცებულად მიიჩნევა საფრანგეთის 7 მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით, ინფორმაცია ტყვეების ვინაობის და მოქალაქეობის შესახებ დადასტურებული არ არის.
„ჰამასმა“ მხოლოდ ერთი ქალის ტყვეობა დაადასტურა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორში, სავარაუდოდ, 212 მძევალი იმყოფება.