საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში დაეშვა.
ვიზიტის მიზანია ისრაელისთვის სოლიდარობის ჩვენება, მძევლების გათავისუფლებაში დახმარება და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება.
მაკრონი შეხვდება ისრაელის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს.
ჩასვლისთანავე ემანუელ მაკრონი ისრაელ-საფრანგეთის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებმაც ჰამასის თავდასხმის შედეგად ახლობლები დაკარგეს ან ღაზაში გაიტაცეს.