ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულე მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, რუსეთის, როგორც ქვეყნის ადგილი არ არის. ამის მიზეზი კი, ცხადია, რუსეთის მიერ ჩადენილი ომოს დანაშაულებებია.
ადგილობრივ სპორტულ მედიასთან შეხვედრისას, მაკრონმა განაცხადა ასევე, რომ შესაძლოა, რუს სპორტსმენებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ მიმდინარე ომზე, ამიტომ საჭიროა მათი საკითხის ცალკე განხილვა განხილვა.. ასევე მსჯელობა იმ სპორტსმენებზე, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს ოლიმპირმა კომიტეტმა იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც ხანგრძლივ დროის განმავლობაში ემზადებიან თამაშებისთვის და, შესაძლოა, ამ რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ამ მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მიიღებს გადაწყვეტილებას.