საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გმობს ბაქოს ქმედებებს მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ განცხადებას ის ტვიტერზე აქვეყნებს.
"მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში. შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დისკუსია მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მჭიდრო კავშირი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების პერმანენტული დანაღმვა, ასევე სანგრების რაოდენობის გაზრდა დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი საპასუხოდ აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.