ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება.
CNN-ის კითხვაზე, სად არიან ახლა დაქირავებული ჯარისკაცები და პრიგოჟინი, მან შემდეგი განაცხადა:
"ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად არ არის ჩემთვის. როგორც მე ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის პეტერბურგშია. ის არ არის ბელარუსის ტერიტორიაზე".
რუსეთის გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" რუსეთში 23-24 ივლისს ამბოხება მოაწყო. შეთანხმებით, რომლითაც ამბოხება დასრულდა, "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ბელარუსში გადასვლის საშუალება მიეცა.
ამბოხების დასრულების შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ არ გამოჩენილა.