ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მან დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, არ გაენადგურებინა "ვაგნერის" ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი. სამშაბათს მან ისაუბრა მოლაპარაკებებზეც და თქვა, რომ შეთანხმების შესაბამისად, პრიგოჟინი მის ქვეყანაში იმყოფება.
"ყველაზე საშიში, როგორც მე მესმის, არ არის ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება ის განვითარდეს და მისი შედეგები. მე ასევე მივხვდი, რომ მიღებულ იქნა მკაცრი გადაწყვეტილება - განადგურება. პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო. მოდით ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან", - თქვა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, პუტინმა უთხრა - "მისმინე ალექს, ეს უსარგებლოა. ტელეფონსაც კი არ იღებს, არავისთან საუბარი არ სურს".
მაგრამ ლუკაშენკომ თქვა, რომ მოახერხა პრიგოჟინის ხელში ჩაგდება და გააფრთხილა ის, რომ "ბუზივით გაანადგურებდნენ", თუ "ვაგნერის" ჯარები გააგრძელებდნენ წინსვლას მოსკოვისკენ.